შპს იმპერვეტი |
შპს იმპერვეტი დაფუძნდა 2007 წელს და მისი საქმიანობა თავიდან მიმართული იყო ვეტერინარული პრეპარატების (მათ შორის მეფუტკრეობაში გამოსაყენებელი) გავრცელებით საქართველოს ბაზარზე. ვინაიდან მეფუტკრეობის დარგში იყო ბევრი საინტერესო გამოწვევა, დაახლოებით ორ–სამ წელიწადში კომპანია მთლიანად გადაერთო მეფუტკრეობის პროდუქციის იმპორტზე, შექმნასა და გაყიდვაზე ქართულ ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია ცდილობს იხელმძღვანელოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით. შემოაქვს მაღალი სტანდარტის მეფუტკრეობის პროდუქცია, რომელსაც მსოფლიო წამყვანი კომპანიები აწარმოებენ: წამლები, ინვენტარი, თაფლის პირველადი და დამაფასოებელი წარმოების დანადგარები. შპს იმპერვეტმა პირველმა შემოიტანა საქართველოში ფუტკრის ვაროატოზის საწინააღმდეგო ევროპული ხარისხის პრეპარატები. იმპორტის გარდა კომპანიამ დაიწყო ფუტკრის საკვები პასტის ადგილობრივი წარმოება, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის ამ დრომდე უცნობი, ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. ამასთანავე, კომპანია აწარმოებს ფუტკრის სკებს უმაღლესი ხარისხის ხის მასალისგან (ნედლეულის იმპორტი ხორციელდება ციმბირიდან).
|
საკონტაქტო ინფორმაცია: |
კომპანიის დირექტორი: მიხეილ თეთრუაშვილი მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის ქუჩა №142
|