ქართული მეფუტკრეობა
მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია და ისტორია აქვს. საქართველოში არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, თაფლის წარმოება 7000 წლით თარიღდება.
საქართველო კავკასიური რუხი ფუტკრის სამშობლოა, რომელიც ცნობილია 7.2მმ სიგრძის ხორთუმით. მისი თავისებურებებიდან აღსანიშნავია თვინიერება, მაღალი თაფლპროდუქტიულობა, კარგი შრომისუნარიანობა და ნექტრის მოპოვების განსაკუთრებული უნარი.
კავკასიური მთის რუხი ფუტკარი
მსოფლიოში სახელგანთქმული კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლო საქართველოა (Apis mellifera caucasica-Georgia). საქართველოს კომპლექსურმა კლიმატურმა მახასიათებლებმა და ფლორის ბიომრავალფეროვნებამ ფუტკრის სახეობების ევოლუცია განაპირობა და შედეგად მას განსაკუთრებული მახასიათებლები შესძინა, რამაც საბოლოო ჯამში, ქართული ფუტკრის ჯიშები სხვა ფუტკრის სახეობებისგან განსხვავებით უნიკალურად აქცია. აღნიშნულ ფუტკარს აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, რომლის საშუალებითაც ღრმად აღწევს სანექტრე ქსოვილებში, სადაც სხვა სახეობის ფუტკარს არ შეუძლია შეღწევა. თუმცა, ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ფუტკრის ჯიშის ერთადერთი მახასიათებელი.
კავკასიური ფუტკარი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ჯიშად არის აღიარებული, რასაც მისი არააგრესიული ხასიათი განაპირობებს.
ფუტკრის აღნიშნულ სახეობას სამი ოქროს მედალი აქვს მიღებული: 1961 წელს მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე ერფურტში (გერმანია); 1965 წელს - აპიმონდიას მე-20 საერთაშორისო კონგრესზე ბუქარესტში (რუმინეთი); 1971 წელს - აპიმონდიას 23-ე საერთაშორისო კონგრესზე მოსკოვში (რუსეთი).
თაფლის სახეობები
საქართველოში პიდეალური ირობებია პოლუფლორული თაფლის წარმოებისთვის, კერძოდ კი, აკაციის, ცაცხვის, წაბლის, ალპური და „ჯარას“ ველური თაფლისთვის.
აკაციის თაფლი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თაფლია მსოფლიოში, რაც მისი მსუბუქი გემოთი და სათუთი ტექსტურით არის განპირობებული. ფუტკარი მას აკაციის ხისგან მიღებული ნექტრისგან ამზადებს.აკაციის თაფლს გააჩნია ანტიანთებითი და ბაქტერიციდული ეფექტი, ასევე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენციისთვის. მისი ნატურალობა ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას.
წაბლის თაფლი - იშვიათი თაფლია ისეთი მომხმარებლისთვის, რომელიც უპირატესობას მომწარო ტკბილ გემოს და ძლიერ არომატს ანიჭებს. წაბლის თაფლი მონოფლორულია. იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ნაღველის გამოყოფას; გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, არეგულირებს არტერიულ წნევას და ახდენს თრომბოფლებიტის, ვენების გაგანიერებისა და პროსტატიტის პრევენციას.
ალპური თაფლი - პოლიფლორული თაფლია, რომლის მოსავალსაც საქართველოს ალპურ ზონებში მდებარე მდელოებზე იღებენ. ალპურ თაფლს უფრო შერეული და არომატული გემო აქვს. ალპურ თაფლს გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და ანალგეტიკური თვისებები.
ყვავილების (ნექტრის) თაფლი - პოლიფლორული თაფლია, რომელიც მიიღება საქართველოში ფართოდ გავრცელებული შერეული და გაურკვეველი სახეობის ყვავილებისგან. თაფლს გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისება. ადგილობრივები მას ჩვეულებრივ, გრიპის, დიარეის, სითხის შეკავების და სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს იყენებენ.
ოქროწკეპლას თაფლი - მონოფლორული თაფლია, რომელიც ოქროწკეპლას ყვავილის ნექტრისგან მიიღება (Solidago virgaurea ssp. Caucasica). ეს მცენარე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობში.
ცაცხვის თაფლი - მონოფლორული თაფლია, რომელიც მზადდება ცაცხვის ყვავილის ნექტრისგან. კავკასიური ცაცხვი (Tilia Caucasica) საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ყვავილობს. ცაცხვის თაფლი ვიტამინების, მიკრო და მაკრო ნუტრიენტების, მინერალებისა და მჟავების ბრწყინვალე კომბინაციას შეიცავს, რაც მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ დამატებით თვისებებს ანიჭებს. ცაცხვის თაფლის მიღება რეკომენდებულია გრიპის, ხველების და მაღალი ტემპერატურის დროს.
მათრობელა თაფლი - ქართული სახელწოდებიდან გამომდინარე, იგივეა რაც: „თაფლი, რომელიც ათრობს“; აღნიშნული თაფლი ტოქსიკურია, რომელიც ენდემური ყვავილების, შქერისა (Rhododendrom ponticum) და იელის (Rhododendrom luteum) ნექტრისგან მიიღება. ასეთი უცნაური სახელი ადგილობრივებმა მისი ჰალუცინატორული და ლაქსაციური მოქმედების გამო შეარქვეს. აღნიშნული თაფლი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.honeyofgeorgia.com