შემოგვიერთდი

გაწევრიანდი და თქვენი ხმა მიაწვდინეთ საზოგადოებას!

ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოში არსებული მეფუტკრეთა ასოციაციებისა და იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“. ჩვენი მმართველობითი ორგანო ,,გამგეობა’’ წარმოდგენილი არის დარგის პროფესიონალი მეფუტკრეებისგან, იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას.

რატომ უნდა გაწევრიანდეთ? ჩვენ წარმოვადგენთ ქოლგა ორგანიზაციას რომელიც იცავს საქართველოს მეფუტკრე ფერმერების ინტერესებს.  გაწევრიანდით ჩვენს გაერთიანებაში არსებულ ასოციაციებში და თქვენი ხმა მიაწვდინეთ საზოგადოებას. ინფორმაცია გაერთიაანების წევრი ორგანიზაციების  შესახებ: დაწვრილებით

ადვოკატირება - ჩვენ კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ადვოკატირებას ვუწევთ მეფუტკრეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

ექსპორტის ხელშეწყობა - ჩვენი მთავარი მისიაა ქართული თაფლის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ფუტკრის პროდუქტების  ექსპორტს. ამ მიზნით შემუშავდა თაფლის სარეკლამო ვებ გვერდები (www.honeyofgeorgia.com; www.jarahoney.com) და კატალოგები, ასევე მომზადდა ექსპორტის გაიდლაინი. ჩვენ მზად ვართ, ფუტკრის პროდუქტების ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს გავუწიოთ დახმარება და მივაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია.



ექსპორტის გზამკვლევი