შემოგვიერთდი

"მომავლის ფერმერი"

 

"მომავლის ფერმერი" სოფლის მეურნეობაში ინოვაციური და ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით 2007 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს როგორც ფერმერებს, ასევე პროფესიონალ ვეტერინარებს, ვეტფარმაცევტებს და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ექსპერტებსა და აგრო სპეციალისტებს. მომავლის ფერმერი ხელს უწყობს ფერმერებსა და პროფესიული ნიშნით გაწევრიანებულ ადამიანებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში. ფერმერებს ეხმარება პროდუქციის უახლესი სტანდარტებით დამზადება-გადამუშავებასა და რეალიზაციაში. ასოციაცია მის წევრებს საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას უმარტივებს, კონსულტაციას უწევს აგრომარკეტინგისა და აგრობიზნესის საკითხებში. ორგანიზაციის მიზნებში შედის საქმიანობის გაფართოება რეგიონში და ისეთ მიმართულებებზე კონცენტრირება, როგორიცაა: პროფესიული და არაფორმალური განათლება, აგრო ჟურნალისტიკა, სოფლის განვითარება, მობილური ექსტენცია და ა.შ.


ორგანიზაციის მუდმივი პერსონალითა და დამხმარე კონსულტანტებით დაკომპლექტებული გუნდი ფარავს აგრობიზნესის სრულს ჯაჭვს. გუნდი მოიცავს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის, ბიზნესის განვითარების სპეციალისტებს, ვეტერინარებს, მცენარეთა დაცვის, ექსტენციის, განათლების ექსპერტებს. მომავლის ფერმერი მუშაობს სოფლის მეურნეობაში ინოვაციების, მეწარმეობისა და საოჯახო მეურნეობის სერვისების გაძლიერების მიზნით, არაფორმალური განათლებისა და უწყვეტი ინფორმაციის მიწოდებით ორგანიზაცია ეხმარება ფერმერებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს კომპეტენციების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში.


საკონტაქტო ინფორმაცია:

 
რუსუდან გიგაშვილი
ტელ: +995 568 10 01 90; +995 (32) 2 44 10 44
ელ-ფოსტა: r.gigashvili@agro.ge;
info@fof.ge

ვებ-გვერდი: www.fof.ge

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 116, დიდუბე პლაზა