წევრ მეფუტკრეთა უფლებების დაცვა;
ასოციაციის წევრების კვალიფიკაციის ამაღლება;
ასოციაციის წევრებისთვის პროფესიულ-ტექნიკური სახის ინფორმაციის მიწოდება, მაგ. ფუტკრის მოვლა, მკურნალობა, საფუტკრის მართვის ახალი ტექნოლოგიები, ახალი თაობის მედიკამენტები და ასე შემდეგ;
ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა; ჯანსაღი და ეკოლოგურად სუფთა გარემოს შენარჩუნებისa და რემედიაციის/ფორმირების ხელშეწყობა;
გარემოს დამაბინძურებელი ქმედებების შემზღუდავი რეგულაციების ადვოკატირება;
პარტნიორობის დამყარება ინდივიდებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რითაც შეიძლება ხელი შეეწყოს მეფუტკრეობის დარგის განვითარებასა და მისი ეფექტურობის ამაღლებას კახეთში.
წევრი მეფუტკრეების ხელშეწყობა წარმოებული ფუტკრის პროდუქტების რეალიზაცია-მარკეტინგში;
წევრი მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლება ფუტკრის პროდუქტების წარმოების პროცესთან დაკავშირებულ სურსათის უვნებლობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე;
ახალგაზრდების დაინტერესება მეფუტკრეობით, მათი მეფუტკრეობაში ჩაბმის წახალისება და მხარდაჭერა;
სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა;
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და სხვა სასარგებლო თვისებებზე;
ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების და კვების პროპაგანდა/დამკვიდრება.
|