შემოგვიერთდი

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია

 

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია დაარსდა 1999 წლის დეკემბერში. ასოციაციას აქვს ოფისები თბილისში, კახეთში და იმერეთში, სადაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თვეში ერთხელ იმართება სემინარები. 2008-2010 წლებში უშვებდა კვარტალურ გაზეთს ,,ფუტკარი და მეფუტკრეობა’’.  ასოციაციაცია 200-ზე მეტ წევრ მეფუტკრეს აერთიანებს.

ასოციაციის მიზნები:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

-

 

 

 

-

 

-


-



-

 


 

-

 

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებისთვის ადგილობრივი და საზღვარგარეთის ქვეყნების მეფუტკრეობის თანამედროვე გამოცდილების, ტექნოლოგიების, მეცნიერული მოღწევების გაცნობა და დანერგვა;

ქართული მთის რუხი ფუტკრის გენოფონდის დაცვა, ზრუნვა მის შენარჩუნებასა და მოშენებაზე;

 

ქართული მთის რუხი ფუტკრის პოპულარიზაცია,  როგორც საქართველოში,  ისე მის ფარგლებს გარეთ;


საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა კოორდინაცია, მათი უფლებების დაცვა, ხელშეწყობა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებაში, გადამუშავებასა და რეალიზაციაში;


საქართველოს ბუნების დაცვა და საერთაშორისო ეკოლოგიურ საქმიანობაში მონაწილეობა. ეკოლოგიურად სუფთა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება, გადამუშავება და რეალიზაციაში ხელშეწყობა;


თაფლოვანი მცენარეების გაშენება.



 

 

თავმჯდომარე: თეიმურაზ ღოღობერიძე:

ტელ: +995 599 19 75 88

ელ-ფორსტა: temurigogob@gmail.com


 

დასახული მიზნების მისაღწევად ასოციაცია ეწევა შემდეგ საქმიანობას

 

 

 

-

 

-

 

-

 

-

 

-

 

-

 

 

-


მეფუტკრეობის დარგში საკანონმდებლო მუშაობაში მონაწილეობის მიღება;


დარგში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის ხელშეწყობა;


პროფესიონალ მეფუტკრეთა იურიდიული და  საკონსულტაციო მომსახურება;


ქართული რუხი ფუტკრის სანაშენე საქმიანობის წარმოება;


მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობა;


ხელს უწყობს დარგის უზრუნველყოფას მეფუტკრეებისათვის აუცილებელი მასალებით, ინვენტარით, მოწყობილობებით, სამკურნალო პრეპარატებით და სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურით;


საზღვარგარეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გასაცნობად თავისი წევრების მივლინებას