შემოგვიერთდი

საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცი


საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია (GAFA) - მეფუტკრეთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია მეფუტკრეებისათვის ეფექტური, მდგრადი და მომგებიანი ინდუსტრიის შექმნა. იგი დაარსდა 2017 წლის 1 აგვისტოს და 80-მდე მეფუტკრე ფერმერს აერთიანებს. 


მეფუტკრეობაში გაჩენილმა პრობლემებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს მეფუტკრესა და სახელმწიფოს შორის მედიატორის ფუნქციის შემსრულებელი ორგანო, რომელიც ორიენტირებული იქნება მეფუტკრეობაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მეფუტკრეობის განვითარებასა და ექსპორტის ხელშეწყობაზე, დარგის  ახალგაზრდებში პოპულარიზაციაზე, მათ სწავლება-გადამზადებაზე, ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, შევეჭიდოთ ამ პრობლემებს ქართველ მეფუტკრეებთან ერთად და ვცდილობთ, წარმოვადგენდეთ ქართველი მეფუტკრეების ხმას და მუდმივად ვიმუშავოთ მეფუტკრეობის ეფექტური, მდგრადი და მომგებიანი ინდუსტრიისთვის.

 

ასოციაციის მიზნები:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

-

 

 

-


 

-

 

 


 

-

 

-

 

-


-


 


 

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ფერმერების ინფორმირება დარგში არსებული სიახლეების შესახებ;


თანამშრომლობა და კოორდინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სამეცნიერო გაერთიანებებთან, უცხოეთის მეფუტკრეობის წამყვან სამეცნიერო კავშირებთან და ასოციაციებთან;


ასოციაციის წევრი ფერმერების ხელშეწყობა საფუტკრე მეურნეობისთვის საჭირო ხარისხიანი ინვენტარის, პროდუქციისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად;


მეფუტკრეობის პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობა;


მეფუტკრეებისათვის საფუტკრე მეურნეობებში ვეტერინული მომსახურეობის გაწევა;


ადვოკატირება, ფერმერთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;


აგროტურიზმის (მათ შორის მეფუტკრეობის ტურიზმი - აპიტურიზმი) განვითარების ხელშეწყობა;


ასოციაციის წევრი ფერმერების წახალისება საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით.

 

 

 

 



 

 

თავმჯდომარე: გიორგი გახარია

ვებ-გვერდი: www.apifarmer.org.ge

ელ.ფოსტა: info@apifarmer.ge

ტელ: +995 593 33 07 01

მისამართი: ქ.თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #142