ექსპორტის ხელშეწყობა - ჩვენი მთავარი მისიაა ქართული თაფლის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ფუტკრის პროდუქტების ექსპორტს. ამ მიზნით შემუშავდა თაფლის სარეკლამო ვებ გვერდები (www.honeyofgeorgia.com; www.jarahoney.com) და კატალოგები, ასევე მომზადდა ექსპორტის გაიდლაინი. ჩვენ მზად ვართ, ფუტკრის პროდუქტების ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს გავუწიოთ დახმარება და მივაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია.