შემოგვიერთდი
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების სამი წლის შემაჯამებელი შეხვედრა
 22.12.2021

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ 2021 წლის 20 დეკემბერსა სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებას მიღწეული შედეგები გააცნო.

გაერთიანებამ შექმნა სამენოვანი ვებგვერდი www.geobeekeepers.ge,  27,000 ადამიანი გაეცნო ვებგვერდებს www.honeyofgeorgia.com   www.jarahoney.com , მათ შორის, აშშ-დან, ჩინეთიდან, ლიეტუვადან, რუსეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ქართული თაფლის პრომო ვიდეოს: აღმოაჩინე საქართველო - უძველესი თაფლის სამშობლო 393,235 ნახვა და 7, 917 გაზიარება აქვს ფეისბუქზე.

ქართული თაფლი წარმოდგენილი იყო 2019 წლის აპიმონდიაზე კანადაში და 2021 წლის თაფლის საერთაშორისო დაჯილდოებაზე ლონდონში, სადაც ჯარას თაფლმა მაღალმთიანი აჭარიდან ვერცხლის მედალი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანება აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და აკავშირებს მეფუტკრეებს/თაფლის მწარმოებლებს მათთან, რათა ქართული თაფლის კიდევ უფრო მეტი სახეობა და ბრენდი გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე.

2020 წელს  თაფლის ნიმუშების მხოლოდ 6%-ში აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერებები, ეს მაჩვენებელი 2017 წელს 56% იყო. ვფიქრობთ, შედეგი გამოიღო გაერთიანების მიერ ანტიბიოტიკების საწინააღმდეგო ეროვნულმა საინფორმაციო კამპანიამ.

უფრო ეფექტური გახდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა/სექტორის ადვოკატირება: 2021 წლის თებერვალში თაფლის ექსპორტიორებთან გაერთიანების ონლაინ შეხვედრიდან მალევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ  თაფლის სექტორის განვითარების მესამე კომიტეტის სხდომა მოაწყო, სადაც განიხილეს თაფლის ექსპორტის ზრდისთვის ლოჯისტიკური შეზღუდვების მოხსნა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მეფუტკრეებისათვის ცოდნის მიცემა და გაღრმავება საქართველოს მეფუტკრეტა გაერთიანებისათვის ყოველთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, იხვეწება და ვითარდება პროფესიული განათლება მეფუტკრეობაში: გაერთიანება  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა, მოდულების განახლების მიზნით. გაერთიანებასა და 11 პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, მეფუტკრეობის პროგრამის სასწავლო გეგმების გაუმჯობესების მიზნით.

ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ტრენინგები მეფუტკრეებისთვის: გაერთიანებამ შექმნა და გაავრცელა 14 საინფორმაციო ბროშურა და ვაროას მკურნალობის სახელმძღვანელო, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა. 14 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურის ნახვა თქვენ ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ - www.geobeekeepers.ge. გაერთიანებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით 2135-ზე მეტი მეფუტკრე დატრენინგდა.

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას“ მხარს უჭერს მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP)”, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA)  მიერ არის დაფინანსებული. 

         

სხვა სიახლეები
საქართველოს მეფუტკრეთა გერთიანებას ახალი წევრები ჰყავს
07.10.2021
სრულად
სოციალური რეკლამა ქართული თაფლისა და მეფუტრეობის თემატიკის შესახებ
21.10.2020
სრულად