შემოგვიერთდი
საქართველოს მეფუტკრეთა გერთიანებას ახალი წევრები ჰყავს
 07.10.2021

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში 8 ახალი იურიდიული წევრი გაწევრიანდა.

გამგეობის მე-14 სხდომა გასულ კვირას ჩატარდა და ბორდის წევრებმა თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები გართიანებაში გააწევრიანეს. წევრებს შეუძლიათ გაერთიანების მმართველობით ორგანოში შეიტანონ წინადადება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მეფუტკრეობის დარგის განვითარებას. ასევე შეუძლიათ უფასოდ მიიღონ გაერთიანებაში არსებული მომსახურება და ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში, რომელიც მოიცავს მეფუტკრე ფერმერების ინტერესების დაცვას და ადვოკატირებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა რელევანტურ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წელს შეიქმნა მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში რეგისტრირებული მეფუტკრეობის ასოციაციების/გაერთიანებების კონსოლიდაციით.

 გაერიანებაში გაწევრიანდნენ:
1. შპს თაფლიკაცი
2. შპს რუხი დედოფალი
3. შპს მაჭახელა
4. შპს რაჭის ნატურალური პროდუქტები
5. შპს აპიჯეო
6. შპს ირინოლა
7. შპს MF კომპანი
8. ი/ნ გიორგი კაჭკაჭიშვილი

სხვა სიახლეები
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების სამი წლის შემაჯამებელი შეხვედრა
22.12.2021
სრულად
სოციალური რეკლამა ქართული თაფლისა და მეფუტრეობის თემატიკის შესახებ
21.10.2020
სრულად