„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ ცხრა იურიდიული (7 სექტორული ასოციაცია და 2 კომპანია) და ცხრა ფიზიკური პირის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაციაა.
გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების რაოდენობა ზრდადია და ამ ეტაპზე მასში უკვე გაწევრიანდა 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია). გაერთიანების ქოლგის ქვეშ ოთხი ათასზე მეტი მეფუტკრეა მთელი საქართველოს მასშტაბით.
გაერთიანების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, სადაც თითოეული დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაცია ერთი ადამიანით არის წარმოდგენილი. გამგეობაში სათათბირო ხმით შედიან დამფუძნებელი ფიზიკური პირები, ხოლო ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იურიდიული პირების წარმომადგენლებს აქვთ.