შემოგვიერთდი

შპს იმპერვეტი

 

შპს იმპერვეტი დაფუძნდა 2007 წელს და მისი საქმიანობა თავიდან მიმართული იყო ვეტერინარული პრეპარატების (მათ შორის მეფუტკრეობაში გამოსაყენებელი) გავრცელებით საქართველოს ბაზარზე. ვინაიდან მეფუტკრეობის დარგში იყო ბევრი საინტერესო გამოწვევა, დაახლოებით ორ–სამ წელიწადში კომპანია მთლიანად გადაერთო მეფუტკრეობის პროდუქციის იმპორტზე, შექმნასა და გაყიდვაზე ქართულ ბაზარზე.


მას შემდეგ კომპანია ცდილობს იხელმძღვანელოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით. შემოაქვს მაღალი სტანდარტის მეფუტკრეობის პროდუქცია, რომელსაც  მსოფლიო წამყვანი კომპანიები აწარმოებენ: წამლები, ინვენტარი, თაფლის პირველადი და დამაფასოებელი წარმოების დანადგარები. შპს იმპერვეტმა პირველმა შემოიტანა საქართველოში ფუტკრის ვაროატოზის საწინააღმდეგო ევროპული ხარისხის პრეპარატები. იმპორტის გარდა კომპანიამ დაიწყო ფუტკრის საკვები პასტის ადგილობრივი წარმოება, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის ამ დრომდე უცნობი, ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. ამასთანავე, კომპანია აწარმოებს ფუტკრის სკებს უმაღლესი ხარისხის ხის მასალისგან (ნედლეულის იმპორტი ხორციელდება ციმბირიდან).


კომპანია მრავალი წელია მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც. ჩამოყვანილი ჰყავს და კვლავაც აგრძელებს მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში, რომლებიც ხვდებიან მეფუტკრეებს და ახდენენ მათ ინფორმირებას მსოფლიოში არსებულ ინოვაციებსა თუ გამოწვევებზე. დარგის საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებისთვის შპს იმპერვეტის სპონსორობით დაფუძნდა მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში უკვე მრავალი აქტივობა განახორციელა. მის ბაზაზე ჩამოყალიბებულია საგანმანათლებლო კურსები დამწყები მეფუტკრეებისთვის.


კომპანიას გახსნილი აქვს გაყიდვების სერვის ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ არა შპს იმპერვეტის მზაობა, ვერ შესრულდებოდა ის უამრავი საგრანტო პროექტი, რომელიც განახორციელა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორმა.


კომპანიის მიზანია ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მეფუტკრეობის დარგში არსებულ გამოწვევებს და მუდმივად გააცნოს და შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს თანამედროვე სიახლეები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

კომპანიის დირექტორი: მიხეილ თეთრუაშვილი
ტელ: +995577102440 / +995579588653
ელ-ფოსტა: impervet@yahoo.com
ვებ-გვერდი:  futkara.gweb.ge

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის ქუჩა №142