შემოგვიერთდი

კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია


კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია (KBA) 2014 წლის 23  ივნისს შეიქმნა, ორგანიზაცია World Vision საქართველოს პროექტის „მეფუტკრეობის განვითარება ეკონომიკური განვითარებისათვის“,მხარდაჭერით. ორგანიზაცია ხუთმა მეფუტკრემ დააფუძნა და დღეისათვის ასამდე წევრს ითვლის.  ასოციაცია თანამშრომლობს სხვადსხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან და ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას, ატარებს სემინარებს, პრეზენტაციებს, ტრენინგებს; მონაწილეობს კონფერენციებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა სახის აქტივობებში.

 

ასოციაციის მიზნები:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

-

 

-

 

-

 

 

 

-

 

 

-

 

-

 

 

 

-

 

-

 

 

-

 

 

-

 

-

 

 

-

 

 

წევრ მეფუტკრეთა უფლებების დაცვა;


ასოციაციის წევრების კვალიფიკაციის ამაღლება;


ასოციაციის წევრებისთვის პროფესიულ-ტექნიკური სახის ინფორმაციის მიწოდება, მაგ. ფუტკრის მოვლა, მკურნალობა, საფუტკრის მართვის ახალი ტექნოლოგიები, ახალი თაობის მედიკამენტები და ასე შემდეგ;


ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა; ჯანსაღი და ეკოლოგურად სუფთა გარემოს შენარჩუნებისa და რემედიაციის/ფორმირების ხელშეწყობა;


გარემოს დამაბინძურებელი ქმედებების შემზღუდავი რეგულაციების ადვოკატირება;


პარტნიორობის დამყარება ინდივიდებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რითაც შეიძლება ხელი შეეწყოს მეფუტკრეობის დარგის განვითარებასა  და მისი ეფექტურობის ამაღლებას კახეთში.


წევრი მეფუტკრეების ხელშეწყობა წარმოებული ფუტკრის პროდუქტების რეალიზაცია-მარკეტინგში;


წევრი მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლება ფუტკრის პროდუქტების წარმოების პროცესთან დაკავშირებულ სურსათის უვნებლობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე;


ახალგაზრდების დაინტერესება მეფუტკრეობით, მათი მეფუტკრეობაში ჩაბმის წახალისება და  მხარდაჭერა;


სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა;


საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და სხვა სასარგებლო თვისებებზე;


ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების და კვების პროპაგანდა/დამკვიდრება.

 

 




 

 

თავმჯდომარე: ლალი სუხიტაშვილი
ტელ: +995 568 320 460
ელ, ფორსტა: KBAKakheti@gmail.com
ვებ-გვერდი - www.kakhetibeekeepers.ge
მისამართი: კახეთი, თელავი, ნაფარეული