შემოგვიერთდი
ქართული თაფლი საერთაშორისო კონგრესზე
 12.09.2019

2019 წლის 9-12 სექტემბერს მონრეალში, კანადაში მეფუტკრეობის 46-ე  საერთაშორისო კონგრესი - Apimondia გაიმართა. Apimondia-ს ასწლიანი ისტორიის მანძილზე საქართველომ მასში მეორედ მიიღო მონაწილეობა და ის კონგრესზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (MEPA) და  საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების (GBU) მიერ იყო წარმოდგენილი.  გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდნენ: კახური ტრადიციული მეღვინეობის შვილობილი კომპანია ,,ნენა’’; დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი და გია იოსელიანის შპს ,,სკა’’, რომლებმაც   ფორუმის მონაწილეებს წარუდგინეს სხვადასხვა სახეობის თაფლი და გააცნეს ინფორმაცია ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის შესახებ.

Apimondia  ხელს უწყობს მეფუტკრეობის სამეცნიერო, ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ  განვითარებას; მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს მეფუტკრეთა ასოციაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და მეფუტკრეობაში ჩართულ პირთა თანამშრომლობას. ზემოთ აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას წარადგინოს თავი, როგორც თაფლის მწარმოებელმა ქვეყანამ, და მოიპოვოს თავისი ადგილი მსოფლიოს მოწინავე თაფლის მწარმოებელ ქვეყნებს შორის. 2016 წლიდან ქართული თაფლი ევროკავშირის  მესამე ქვეყნების სიაშა, რაც მომავალში  მისი, როგორც მწარმოებლის, სანდოობას ამყარებს.  

 საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ფართო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო დონეზე, თუმცა საქართველო ასევე არის უძველესი თაფლის სამშობლოც, მეფუტკრეობის  ტრადიციების მატარებელი (რაც აღწერილია ფილმში ჯარას შესახებ), უნიკალური ბიომრავალფეროვნების და აუთვისებელი ლანდშაფტის მქონე ქვეყანა, სადაც წარმოდგენილია განსაკუთრებული ფლორა ბუნებრივი თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების წარმოებისთვის. ქართული მეფუტკრეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ (2018) შექმნა თაფლის სარეკლამო ვიდეორგოლი, ჯარას თაფლის და ქართული თაფლის ვებგვერდები და კატალოგები.

ქართული თაფლი Apimondia-ზე პირველად 2017 წელს იყო წარდგენილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული (SDC) და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფს საქართველოს მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) მხარდაჭერითა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასა (ACCI) და აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციასთან (ABBA) თანამშრომლობით.

მიყევით ბმულს Apimondia 2019 კონგრესის შესახებ: InterpressnewsPalitranews.ge


 

 

სხვა სიახლეები
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების სამი წლის შემაჯამებელი შეხვედრა
22.12.2021
სრულად
საქართველოს მეფუტკრეთა გერთიანებას ახალი წევრები ჰყავს
07.10.2021
სრულად